ციფრული Visa გადახდის ბარათი
შეუკვეთეთ ციფრული Visa ბარათი Paysera-ს სუპერაპლიკაციაში და დაიწყეთ მისი გამოყენება სულ რაღაც 20 წუთში. ეს არის თქვენი ფინანსების მართვის უსაფრთხო, მდგრადი და მყისიერი გზა, ხელმისაწვდომი პირდაპირ თქვენს სმარტფონში.
ცოცხალი Visa გადახდის ბარათი ყოველდღიური ხარჯებისთვის
აირჩიეთ მუქი ლურჯი ან ვარდისფერი ბარათი. შეუკვეთეთ იგი Paysera-ს სუპერაპლიკაციაში ან ონლაინ ბანკში. ბარათი მზად იქნება გამოსაყენებლად სულ რაღაც 20 წუთში.
ბარათის ფიზიკურ გაყიდვის წერტილებში გამოსაყენებლად დაამატეთ იგი თქვენს Apple Pay ან Google Pay საფულეში. დაინახავთ თითოეულ შესყიდვას რეალურ დროში და დაადასტურებთ მას თითის ანაბეჭდით ან სახის ამოცნობით.
აღმოაჩინეთ ონლაინ და მაღაზიებში შოპინგის უფრო უსაფრთხო გზა. ციფრულ Visa ბარათს აქვს ცალკე IBAN ანგარიში, ასე რომ მასზე შეგიძლიათ გადარიცხოთ მხოლოდ იმდენი თანხა, რამდენის დახარჯვასაც გეგმავთ.
ფიზიკური ბარათის დაკარგვის არანაირი რისკი – თქვენი ბარათი უსაფრთხოდ არის ჩაკეტილი აპლიკაციაში და მზად არის მყისიერი გადახდისთვის.
როგორ შევუკვეთო ბარათი?
ინფორმაცია ევროპული Visa ბარათის შესახებ
ვიდეო ინსტრუქცია და ხშირად დასმული კითხვები ევროპული Visa ბარათის შესახებ
Visa ბარათის შეკვეთა შეუძლიათ Paysera-ს კლიენტებს, რომლებიც არიან ევროპის ეკონომიკური ზონის რეზიდენტები, არანაკლებ 16 წლის ასაკისა და გავლილი აქვთ იდენტიფიკაციის პროცესი.
კლიენტებს შეუძლიათ აირჩიონ 2 ფერიდან: მუქი ლურჯი ან ვარდისფერი. დამატებითი ბარათების შეკვეთისას ან ბარათის ვადის გასვლისას ავტომატურად შეიკვეთება იმავე ფერის ბარათი, როგორიც პირველი იყო.
1. გაიარეთ ავტორიზაცია აპლიკაციაში
2. გადადით ბარათებში
3. აირჩიეთ ბარათის შევსება
4. აირჩიეთ თქვენი მიმდინარე ანგარიში, თანხის ოდენობა და დაადასტურეთ გადარიცხვა
თუ თქვენს ძირითად ანგარიშზე საკმარისი თანხა არ გაქვთ – შეგიძლიათ შეავსოთ იგი (ან პირდაპირ ბარათის ანგარიში შეავსოთ) ჩვეულებრივი საბანკო გადარიცხვით თქვენს IBAN ანგარიშზე. ასეთი გადარიცხვები შესაძლებელია მხოლოდ ევროში. თუ გსურთ თქვენი ძირითადი ანგარიშის შევსება სხვა ვალუტაში – დაგჭირდებათ შევსების ინსტრუქციების გენერირება (Paysera-ს ონლაინ ბანკი → ანგარიშები და ბარათები → ანგარიშის შევსება → შეავსეთ ფორმა და განაახლეთ ინსტრუქციები).
1. გაიარეთ ავტორიზაცია აპლიკაციაში
2. გადადით ბარათებში
3. დაბლოკეთ ბარათი- თქვენი ბარათი დროებით დაიბლოკება, მისი განბლოკვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ
4. ბარათის გაუქმება - თქვენი ბარათი გაუქმდება და საბარათე ანგარიში დაიხურება.
თუ ეჭვობთ, რომ ბარათი დაკარგეთ ან სხვას მასზე წვდომა აქვს, დაბლოკეთ ბარათი დაუყოვნებლივ. არ გაანდოთ სხვას თქვენი ბარათის PIN კოდი ან ბარათის სხვა მონაცემები
თუ იყენებთ iPhone-ს, აპლიკაციაში ავტორიზაციის გავლისა და ბარათებში გადასვლის შემდეგ გამოგიჩნდებათ ღილაკი ბარათის Apple Pay-ში დასამატებლად.
ბარათის დამატება შესაძლებლია ასევე Google Pay-ში, Samsung Pay-ში ან PayPal-ში.