ადგილობრივი და საერთაშორისო გადარიცხვები - გადარიცხეთ თანხა მარტივად
საქართველოში პირველად SEPA და SEPA Instant გადარიცხვები Paysera ევროპული ანგარიშის გამოყენებით!
რა ტიპის გადარიცხვები შეგიძლიათ შეასრულოთ დისტანციურად, Paysera ევროპული ანგარიშით?
საბანკო გადარიცხვები დისტანციურად, მობილური აპლიკაციის ან ვებგვერდის საშუალებით
გადარიცხვების შესრულება არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი, როგორც ახლა. Paysera Super App-ით შეგიძლიათ მარტივად გადარიცხოთ GEL და EUR, პირდაპირ თქვენი ტელეფონის გამოყენებით.
გაიარეთ ავტორიზაცია აპლიკაციაში > გადადით გადარიცხვებში > აირჩეით გადარიცხვის ტიპი და შეიყვანეთ მონაცემები.
თუ რიცხავთ თანხას ლარისგან და ევროსგან განსხვავებულ ვალუტაში - გაიარეთ ავტორიზაცია Paysera ონლაინ ბანკში და შეასრულეთ გადარიცხვა ინტერნეტ ბანკის გამოყენებით.
ჯერ კიდევ არ გაქვთ Paysera-ს ანგარიში?
გახსენით ახლავე >
სწაფი და მარტივი გადარიცხვები, ხელსაყრელი ტარიფით
შეასრულეთ Paysera-ს მომხმარებლებს შორის გადარიცვა უფასოდ. თანხა მიმღების ანგარიშზე ისახება მყისიერად.
შეასრულეთ საბანკო გადარიცხვები 20 განსხვავებულ ვალუტაში, ხელსაყრელი ტარიფით.
პეისერა ბანკი საქართველო გთავაზობთ ყველაზე სწრაფ და მარტივ გადარიცხვებს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. Paysera-ს ქსელის მეშვეობით აქციეთ საერთაშორისო გადარიცხვა ადგილობრივად.
ევროში თანხის გადარიცხვის საკომისიო >
ევროსგან განსხვავებულ ვალუტაში თანხის გადარიცხვის საკომისიო>
ვალუტის კონვერტაცია ხელსაყრელი გაცვლითი კურსით
პეისერა ბანკი საქართველო მუდმივად გთავაზობთ 30+ ვალუტაში ხელსაყრელ გაცვლით კურსს. დააკონვერტირეთ თანხა მარტივად Paysera Super App-ის ან ინტერნეტ ბანკის გამოყენებით.
ხშირად დასმული კითხვები
პეისერა ბანკი საქართველოს მიერ შემოთავაზებული SEPA გადარიცხვები სრულდება 1 სამუშაო დღის განვალობაში, ხოლო SEPA Instant გადარიცხვები - რამდენიმე წუთში. საერთაშორისო გადარიცხვები შესრულდება 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
გამონაკლის შემთხვევაში საერთაშორისო გადარიცხვის შესრულებას შესაძლოა დასჭირდეს 3 დღეზე მეტი, რაც დამოკიდებულია საკორესპონდენტო ბანკების სამუშაო საათებსა და დღეებზე.
იმისათვის, რომ გადმორიცხოთ თანხა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტიდან ადგილობრივ ბანკში სწრაფად, მარტივად და დამატებითი საკომისიოების გარეშე, გამოიყენეთ Paysera-ს ქსელი, როგორც შუამავალი - აქციეთ საერთაშორისო გადარიცხვები ადგილობრივად. გადმორიცხეთ თანხა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტიდან > თქვენს Paysera ევროპულ ანგარიშზე > და შემდეგ გადაირცხეთ ადგილობრივ ბანკში. საჭიროების შემთხვევაში დააკონვერტირეთ თანხა Paysera ევროპულ ანგარიშზე ხელსაყრელი კურსით.
პირევლი საფეხური - ჩარიცხეთ თანხა თქვენს Paysera ევროპულ ანგარიშზე
გაიარეთ ავტორიზაცია Paysera მობილურ აპლიკაციაში, დააჭირეტ ღილაკს - "შევსება" > "აირჩიეთ შევსების ქვეყანა" > "აირჩიეთ შევსების ვალუტა" და მიიღეთ გენერირებული ინსტრუქცია, თუ როგორ გადმორიცხოთ თანხა თქვენს ანგარიშზე.
მეორე საფეხური - გადარიცხეთ თანხა თქვენი Paysera ევროპული ანგარიშიდან ადგილობრივ ბანკში
მას შემდეგ რაც თანხა აისახება თქვენს Paysera ევროპულ ანგარიშზე, აირჩიეთ "გადარიცხვები" > "ახალი გადარიცხვები" > "საბანკო გადარიცხვა" და შეავსეთ სავალდებულო ინფორმაცია. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დააკონვერტიროთ თანხა Paysera Super App-ის გამოყენებით: აირჩიეთ "გადარიცხვები" > "ვალუტის გადაცვლა" და შეასრულეთ სასურველ ვალუტაში კონვერტაცია.
- საკუთარ ანგარიშებს შორის.
- Paysera-ს ქსელში გადარიცხვა.
- საბანკო გადარიცხვა
- გადარიცხვა ლარში და ევროში
- გადარიცხვა ლარისა და ევროსგან განსხვავებულ ვალუტაში
გადარიცხვები ლარისა და ევროსგან განსხვავებულ ვალუტაში შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტ ბანკის გამოყენებით.